ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის” ფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა.
უწყებამ პორტატული სუნთქვის აპარატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა.
აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა სასწრაფო დახმარების ცენტრის რეანიმობილებში განთავსდება და გათვლილი იქნება როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი პაციენტების, ისე ნებისმიერი ასაკის პაციენტის ტრანსპორტირებისთვის.











