ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს გებრეიესუსმა აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მყისიერი საშუალება შესაძლოა, არასდროს გაჩნდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მისი თქმით, ამჟამად რამდენიმე ვაქცინის გამოცდა დასკვნით ეტაპზეა და მსოფლიოს იმედი აქვს, რომ კვლევები წარმატებით დასრულდება.
„თუმცა, ამ დროისთვის არ არსებობს მყისიერი საშუალება და შეიძლება არც არასოდეს იყოს”,- ამბობს გებრეიესუსი.
ცნობისთვის, დღეისათვის მსოფლიოში კორონავირუსის რიცხვი 18 მილიონს აჭარბებს.











