WHO-ს ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის საგანგაშო ზრდა შეინიშნება.
„მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის საგანგაშო ზრდა შეინიშნება. ბოლო ორი თვეა, რაც კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ესენია: კოვიდის ახალი ვარიანტები, რომლებიც სწრაფად ვრცელდება, ჯანდაცვის საჭირო ზომების არათანმიმდევრულად და ნაადრევად შემსუბუქება, შეზღუდვებით დაღლილი მოსახლეობა და ვაქცინების არათანაბარი გადანაწილება. ვაქცინის თანასწორი გადანაწილება ერთგვარი გამოწვევაა, რომელშიც ვიჭრებით“,- განაცხადა გებრეიესუსმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 141 მილიონს გადააჭარბა.











