ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს კოვიდის ე.წ. ბუსტერი დოზების გამოყენებისგან წლის ბოლომდე თავი შეიკავონ.
ამის შესახებ WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გებრეიესუსის თქმით, ვაქცინირებული პირებისთვის ბუსტერი დოზების გაკეთება მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობა ერთი დოზითაც კი არ აცრილა, უსამართლოა.











