გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერმა აზრი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
„აქამდე ყველას პოზიცია იყო, რომ თუ შეთანხმება არ შედგება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება. ახლა ვინ რა ჭკუაზეა არ ვიცი.
მათი პოზიციაც იყო, რომ შეთანხმების გარეშე არავინ შევიდოდა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება.











