ჯერ ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს, მერე ვერ გადამახდევინებთო და გადაახდევინეს. ყველაფერი რაც თქვა, საპირისპიროდ აუხდა!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის” უპრინციპო ლიდერია.
„ჯერ ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს, მერე ვერ გადამახდევინებთო და გადაახდევინეს. ყველაფერი რაც თქვა, საპირისპიროდ აუხდა! მერამდენე შემთხვევაა, რომ გაჯგიმული ბაქიბუქობის შემდეგ, ისევ საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა უწევს. ფუუ, ფსკერი! ჩვენი ლიდერიაო და მას მაინც ხომ უნდა ჰქონდეს რამე კაცური? მაგრამ ყველაფერი დამსახურებითაა და შეგერგოთ ასეთი უპრინციპო ლიდერი”, – წერს დიმიტრი სამხარაძე.










