აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, სიტუაცია შეიძლება კვლავ გაუარესდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც პრეზიდენტი ამბობს, 1-ლი მაისისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„პირობები შეიძლება შეიცვალოს. მეცნიერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, სიტუაცია შეიძლება კვლავ გაუარესდეს. სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რომ ყველას ჰქონდეს ნდობა სამივე ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისადმი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.











