აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ბაიდენი ამბობს, ამის მიუხედავად, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
„მე, როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოქალაქეებს სწორი ნაბიჯის გადადგმაში ხელი შევუწყო და ვაჩვენო, რომ ეს მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
BBC-ს ინფორმაციით, Pew Research Center-ის მიერ შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად ამჟამად ამერიკელების 60%-ია მზად.











