“დონალდ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიენმა ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რაში მდგომარეობს ამ ბრიფინგების ჩატარების აზრი? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას, გარდა იმისა, რომ ტრამპს, შესაძლოა, რაღაც წამოსცდეს?“ – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ უფლება, მოითხოვონ და მოისმინონ დაზვერვის მოხსენებები, რომლებიც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტისთვის მზადდება.











