„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა არჩევნების დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თეთრი სახლისთვის ღირსების დაბრუნება სურს.
„მსურს, თეთრ სახლს წესიერება და ღირსება დავუბრუნო“, – განაცხადა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა.
თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ხმის წინასწარი მიცემის უფლებით ისარგებლა და თავისი არჩევანი გასულ კვირას გააკეთა.
აშშ-ში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 100 მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა.
დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს აირჩევენ.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე











