აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით იყრის კენჭს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN- ავრცელებს.
„დიახ, ვაპირებ, რომ კენჭი მეორე ვადითაც ვიყარო. ამას მოველი“,- განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
„კამალა ჰარისი კარგად ასრულებს თავის სამუშაოს. ის შესანიშნავი პარტნიორია“, – განაცხადა ბაიდენმა.











