აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ის ვლადიმერ პუტინს გააგებინებს, რომ ამერიკა დაბრუნდა.
ჯო ბაიდენმა გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლისთანავე, ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე შეკრებილ ათასამდე ამერიკელ ჯარისკაცსა და მათი ოჯახის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ „რუსეთი მკაცრი და არსებითი შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ მოსკოვი ზიანის მომტან საქმიანობას აწარმოებს“.
ბაიდენის თქმით, ის მკაფიო გზავნილს გადასცემს რუსეთის პრეზიდენტს, როდესაც ისინი მომდევნო კვირას ერთმანეთს შეხვდებიან.











