აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ფიქრობს, რომ მუდმივად რთულ სამყაროში დემოკრატიას არსებობა არ შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, ის ხელს შეუშლის ჩინეთს, გახდეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყანა.
„ის, პუტინის მსგავსად ერთ-ერთი ის კაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა და მუდმივად რთულ სამყაროში დემოკრატიას ფუნქციონირება არ შეუძლია.
ჩინეთს აქვს მიზანი, გახდეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა. ეს არ მოხდება, რადგან შეერთებული შტატები აპირებს გააგრძელოს ზრდა,“- აღნიშნა ბაიდენმა.











