აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ის ქალაქ ნიუარკის კლინიკაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრეს.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა დელავერის შტატში მდებარე ChristianaCare-ის საავადმყოფოში 22 დეკემბერს გაიკეთა. 14 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო











