fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჯო ბაიდენს პრეზიდენტობასთან 2 შტატის მოგება აშორებს – ბოლო საათებში ბევრი რამ შეიცვალა

19:49 ნოემბერი 5, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.8k
ნახვა

რა შეიცვალა ბოლო საათებში?

ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო მიჩიგანის შტატში – ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ლოკაცია ამერიკის საპეზიდენტო არჩენებზე საერთო გამარჯვებისთვის. ამის შესახებ ამერიკული მედია აცხადებს, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს საარჩევნო პროცესს.

NBC News-ისა და CNN-ის შეფასებით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შემდეგ, ბაიდენმა ამ შტატში ხმათა , 50,4% პროცენტი მიიღო, დონალდ ტრამპმა კი – 48%. უმნიშვნელო სხვაობაა Fox News-ის მონაცემებში, რომლის მიხედვით ბაიდენს აქვს 50,5%, ტრამპს აქაც 48% მიაკუთვნეს.

თუ ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ მან ერთ-ერთი „ცისფერი კედელი“ მოიგო – ასე ეძახიან შტატებს, სადაც დემოკრატები სულ იგებდნენ 1992 წლიდან 2012 წლის ჩათვლით. მხოლოდ 2016 წელს დათმო მიჩიგანის შტატი ჰილარი კლინტონმა ტრამპთან.

ამ „კედლის“ კიდევ ერთი უბანი, რომელმაც ბაიდენმა „აიღო“ – ვისკონსინის შტატია.

The New York Times-ის და NBC News-ის ინფორმაციით, დემოკრატების კანდიდატმა აქ ხმების 49,4% მიიღო, ტრამპმა კი – 48,8%.  Fox News-ის ინფორმაციით: ბაიდენს აქვს 49,6%, ტრამპს – ზუსტად 49%. Associated Press-ი კი აცხადებს, რომ კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას შორის სხვაობა 0,624%-ია.

ორივე შტატის შედეგებში, დასაწყისში ბაიდენი ჩამორჩებოდა, ვინაიდან ჯერ დაითვალეს საარჩევნო უბნებიდან შესული ხმები, შემდეგ კი – ფოსტით მისული. დემოკრატები კი ძირითადად სწორედ ფოსტით აფიქსირებდნენ არჩევანს.

კიდევ რა სჭირდება ბაიდენს გამარჯვებისთვის?

ამჟამად ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან 6 შტატში. ესენია: ალიასკა, არიზონა, ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა, ნევადა და პენსილვანია.. მიჩიგანის და ვისკონსინის შტატების სავააუდო მოგების შემდეგ, ტრამპს, კონსერვატული გათვლით, ამომრჩეველთა კოლეგიების 214 ხმა უნდა ჰქონდეს, ბაიდენს კი – 253. გამარჯვებისთვის საჭიროა კოლეგიების 270 ხმა.

ეს შეფასება კონსერვატული იმიტომ არის, რომ არიზონაში კენჭისყრის შედეგები მთლად გარკვეული არ არის. ჯერ კიდევ გუშინ, ამ, ტრადიციულად რესპუბლიკელების შტატში, ბაიდენის ლიდერობა რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის კონსერვატულმა Fox News-მაც დეოკრატების კანდიდატის გამარჯვებად გამოაცხადა. თუმცა დილისთვის ტრამპმა ხმების სხვაობა 69 ათასამდე შეამცირა.  დასათვლელი რჩება დაახლოებით 500 ათასი ბიულეტენი. სწორედ არიზონაში რესპუბლიკელები ფოსტით კენჭისყრისთვის უკეთ მოემზადნენ, ვიდრე სხვა შტატებში იმ ბიულეტენების უმრავლესობა, რომელიც ამ წუთებშიც ითვლება, სწორედ მათი მხარდამჭერებისგანაა.

ამის მიუხედავად, ამერიკელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაიდენი სხვაობას მაინც გაზრდის, ვინაიდან ხმები ჯერ კიდევ დასათვლელია ისეთ შტატებში, სადაც ძირითადად დემოკრატების მიმართ არიან ლოიალურად განწყობილები.

თუ ბაიდენი არიზონას შეინარჩუნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის დემოკრატებს მხოლოდ ერთი შტატი დარჩებათ. ამის საუკეთესო შანსი კი ბაიდენს ნევადასა და პენსილვანიაში აქვს. ნევადაში ის ტრამპს უმნიშვნელოდ უსწრებს (49,3% და 48,7%), მაგრამ იქ ხმების უმრავლესობა ფოსტით ლას-ვეგასიდან და სხვა ოლქებიდან მივიდა, სადაც დემოკრატების პოზიციები უფრო ძლიერია.

უფრო რთულად არის სიტუაცია პენსილვანიაში. ჯერ კიდევ 24 საათის წინ, როცა ხმათა 70% იყო დათვლილი, ტრამპი იქ 10%-იანი სხვაობით ლიდერობდა. ახლა ეს სხვაობა 3%-მდეა შემცირებული (ეს არის დაახლოებით 165 ათასი ხმა). ახლ საკითხი დგას ასე – გაიზრდება თუ არა ბაიდენის სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობა იგივე ტემპით, რათა გადაასწროს მეტოქეს, როგორც ეს მიჩიგანის შტატში მოხდა. ჯერ კიდევ არ არის დათვლილი ხმები (დაახლოებით 460-დან 750 ათასამდე) მსხვილი ქალაქებიდან და მათი შემოგარენიდან, სადაც დემოკრატები ყოველთვის დამაჯერებლად იმარჯვებდნენ. ასე მოხდა 2016 წლის არჩევნებზეცა კი. ამიტომაც, ამერიკელი დამკვირვებლები ფრთხილად, მაგრამ დამაჯერებლად აქაც უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას ბაიდენს.

არანაკლებად მნიშვნელოვანი ბონუსი იქნება ბაიდენისთვის ჯორჯიის შტატი (16 კოლეგია). აქ, მიჩიგანისა და პენსილვანიისგან განსხვავებით, ბიულეტენებს ერთდროულად ითვლიდნენ. ამიტომაც ტრამპის გამარჯვება უმრავლესობას გარანტირებული ეგონა. თუმცა ახლა სხვაობა 20 ათას ხმამდეა შემცირებული. ამასთან ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი ათეული ბიულეტენია დასათვლელი. ამ ბიულეტენებს ელოდებიან ძირითადად შტატის დედაქალაქ ატლანდტადან და მისი შემოგარენიდან, სადაც დემოკრატები ყოველთვის იმარჯვებდნენ.

ამდენად, გარანტირებული გამარჯვებისთვის ბაიდენს რჩება მხოლოდ ის, რომ ან პენსილვანია უნდა მოიგოს, ან – გაამყაროს ლიდერობა არიზონაში და ამასთან მიიღოს ხმათა უმრავლესობა დარჩენილი შტატებიდან – ნევადა,, ჯორჯია, ან ჩრდილოეთ კაროლინა. ამ უკანასკნელში, ექსპერტების აზრით, ბაიდენს გამარჯვების შანსები თითქმის არ აქვს.

 

რეკომენდებული სტატია ⇒ ყოველთვის არ იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ერგო – აშშ-ს საარჩევნო სისტემის თავისებურებები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია