აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალს ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას ქვენის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას პრეზიდენტობის ყვეაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა.
„თანამედროვე ისტორიაში, ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა. მან უკვე აჩვენა, რომ ის სამუშაო ადგილების, ოჯახის, საზღვრების, ენერგეტიკის, ქალებისა და მეცნიერების წინააღმდეგაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
20 იანვარს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოსვლაა.











