„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებისგან ნაბიჯებს ელოდება.
„ჯობს დროულად ჩამოყალიბდნენ, რადგან თუ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტმპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ იქნება, რაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ კონკრეტულ დღეებში ველოდებით ნაბიჯებს. არანაირი ოპტიმიზმი და პესიმიზმი არ მაქვს, არაფერი გამაჩნია, რადგან ველოდებით კონკრეტულ გზავნილს ხელისუფლებისგან“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
დაასრულებს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს 6-პუნქტიანი დოკუმენტი – დიალოგის მაგიდა ლიდერების მოლოდინში











