ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „Johnson &Johnson“-ის ვაქცინა საქართველში 2021 წლის მესამე კვარტალში შემოვა. ამის შესახებ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინა შესაძლოა ორი გზით შემოვიდეს საქართველოში, ესაა „კოვაქსის“ პლატფორმა და ასევე გვაქვს კომუნიკაცია უშუალოდ კომპანიის ოფისთან“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
5 მაისის მონაცემებით, საქართველოში 47 949 აცრა ჩატარდა.











