„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 24 ივნისს საბურთალოს რაიონში, როსტევან მეფის ქუჩა N8-თან, კომპანიის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებული იყო კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და რთული აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით 24 ივნისის, საღამოს 23:30 საათიდან 25 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდულია ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, დელისის, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ასათიანის, ქავთარაძის, ჟღენტის, სანდრო ეულის და ანჯაფარიძის ქუჩებს, ნუცუბიძის III მიკრორაიონს, კვანტალიანის ქუჩის ნაწილს, თავხელიძის, მარიჯანის, ხაბეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს, დოლიძის, ციციშვილის, საკანდელიძის, ამაღლობელის და მიმდებარე ქუჩებს; როსტევანის მე-2 ჩიხს, ფარნავაზის, შერმადინის, ჯანიაშვილის, მოციქულთასწორის ნინოს, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გოგიშვილის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge










