კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი კომპანიისგან ანაზღაურების მომატებას, კუთვნილ შვებულებას და ჯანმრთელობის დაზღვევას ითხოვენ.
მათი თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლოს შემთხვევაში პროტესტი არ შეწყდება.
„შრომატევადი და საპასუხისმგებლო სამსახურია. შესაბამისი ხელფასი გვინდა, რა პასუხისმგებლობაც გვაქვს, შესაბამისად გადაგვიხადონ. ყველა ერთ აზრზე ვართ. შტაბები შეამცირეს, ხელფასებით და ბევრი პრობლემა გაჩნდა“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.











