იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, დღესასწაულების პერიოდში მთავრობას ახალი შეზღუდვების დაწესება მოუწევს, რათა თავიდან აიცილოს კორონავირუსის მესამე, გამანადგურებელი ტალღა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„ახლა საჭიროა დამატებითი შეზღუდვები. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, თავიდან უნდა ავიცილოთ მესამე ტალღა, რადგან ის დამანგრეველი იქნება“,- განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ იტალია ევროპაში ვირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.











