„შემიძლია საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შემდეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“თუ არის რაიმე ინტერესი, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება” დატოვოს, ამის შესახებ კახიძვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.











