დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გლდანში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
„დღეს ამ შტაბის წევრები დარბიან პისტოლეტებით შეიარაღებული საარჩევნო უბნებზე და ყველას გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იყო ჩამოყალიბებული.
ჩვენ გავაფრთხილეთ საზოგადოება, მედია იმის შესახებ, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა, ბოლნისი, მარნეული და გლდანი“. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ შტაბში კახა კალაძემ განაცხადა.
„ინციდენტი დაფიქსირდა გლდანში. ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა ირაკლი ეძგვერაძემ მძიმე პროვოკაცია მოაწყო.
დღეს საღამოს დაფიქსირდება „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება და ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოების 100 მანდატს პარლამენტში. მე ამის თქმის უფლებას მაძლევს ის მხარდაჭერა და აქტივობა, რომელიც დღეს არის საარჩევნო უბნებზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე










