დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანის კორონავირუსით გარდაცვალებას ეხმაურება.
„სამწუხაროდ, კოვიდმა არ იცის ვინ არის მემანქანე, ვინ არის თანამდებობის პირი, ვინ არის ექიმი და ა.შ. ეს არის სამწუხარო რეალობა და ჩვენ ყველა ერთად, მთელი მსოფლიო, საქართველო ვებრძვით ამ მტერს, ვირუსს, რომელსაც ვერ ვხედავთ”, – აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა.











