fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კალაძე – მიხარია, რომ გლდანის რაიონში უამრავი პროექტის განხორციელება შევძელით

14:55 სექტემბერი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
758
ნახვა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

ამჯერად, შეხვედრა გლდანის მე-7 მიკრორაიონში, ბროწეულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მუხიანის აგარაკებზე, გრემი-იაკობის ქუჩებზე გაიმართა.

მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს.

„გლდანი არის ერთ-ერთი რაიონი, სადაც ყველაზე მეტი პროექტი განხორციელდა – გამწვანების სამუშაოები, ინფრასტრუქტურული პროექტები, სკვერების განახლება-რეაბილიტაცია და ა.შ. მათ შორისაა, ბროწეულის პარკიც, სადაც ახლა ვიმყოფებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება ამ რაიონს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრისას, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კონსტანტინე ზარნაძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.

„ჩვენ ყველა უბანში დავდივართ, ვხვდებით ხალხს და მათ პრობლემებს ვისმენთ, რაც მომავალში უნდა მოვაგვაროთ. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა გლდანის რაიონში, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები. გპირდებით, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვექნება მოსახლეობასთან. მე ვარ ამაყი, რომ კახი კალაძის გუნდის წევრი ვიქნები მაშინ, როდესაც ქალაქში ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდება“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა ბროწეულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ფეხბურთის, კალათბურთის, სკეიტბორდის მოედანი, საბავშვო სივრცეები, ტრენაჟორები, ტენისის მაგიდები, ველობილიკი, ძაღლების სათამაშო მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე ირგვება ხე-მცენარეები, იგება რულონური ბალახი, ეწყობა პერგოლები და მოსასვენებელი სივრცეები.

აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, სადაც წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, ცენტრალური კოლექტორი, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების ნაწილზე კი, წყალარინების ქსელი მოეწყო. ამჟამად, იაკობის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აწყობენ. გრემის ქუჩაზე კი, აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
771
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია