თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურებასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა.
„გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული პროცესები. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები, ჩვენ როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული, მაჭავარიანის ქუჩის გადაკეტვა მოხდა ორმხრივად. მიმდინარეობს პროექტირება. ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები იმისთვის, რომ გზა რაც შეიძლება მალე გაიხსნას და გადაადგილება უსაფრთხო იყოს“,- განმარტავს კახა კალაძე.
აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტს შეიზღუდა.