კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოება შეცდომაში შეყავს. აგზავნიან შეტყობინებებს, რომ ჩვენ არჩევნების შემდეგ „ლოქდაუნს“ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო ქმედებები. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არანაირი ჩაკეტვები არ იგეგმება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი მიდგომები, როგორც გვაქვს დღეს”,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ” განცხადება გაავრცელა, რომ მთავრობა არჩევნების შემდეგ „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.











