თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს კითხვას, იქნება თუ არა არჩევნებში მერობის კანდიდატი, როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ საკითხზე საუბარი, ჯერჯერობით, ადრეა.
,,ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თვითმართველობის არჩევნები არის შემოდგომაზე, შესაბამისად, როდესაც ამისი დრო მოვა, რომ მოხდეს კანდიდატების დასახლება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, პირველები ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებთ”,- განაცხადა კალაძემ.











