დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ვულოცავ თითოეულ პოლიციელს დღევანდელ დღეს. მინდა, პირველ რიგში, ვუსურვო მათ მშვიდობა. პოლიციელები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე, ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო ყოველდღიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში“, – წერს კალაძე.











