„ყველას, ვინც დღესასწაულობს ამ დღეს, მინდა მივულოცო ნოვრუზ ბაირამი“,- ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ყველას, ვინც დღესასწაულობს ამ დღეს, მინდა მივულოცო ნოვრუზ ბაირამი – ბუნების განახლების, სიცოცხლის და სიმწვანის დღესასწაული. ნოვრუზ ბაირამი ერთ-ერთი გამორჩეული, ოჯახური, საყოველთაო სიხარულის მატარებელი დღესასწაულია. ჩვენ, ჩვენს მეგობრებთან ერთად გვეძვირფასება ეს დღე და წრფელი გულით ვულოცავ მათ. ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას“, – აცხადებს კახა კალაძე.











