დედაქალაქის მერი კახა კალაძე, წერეთლის სპეცოპერაციას გამოეხმაურა. ის მადლობას უხდის შს მინისტრს და უწყების თანამშრომლებს სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის.
მინდა გამოვეხმაურო ამ კონკრეტულ შემთვევას, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს თითოეულ თანამშრომელს იმისთვის, რომ სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდა“, – თქვა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული მამაკაცი დაახლოებით საღამოს 5 საათზე შეიჭრა.
თავდამსხმელი „ემ ბი სი“-ს ოფისში ნიღბის გარეშე იმყოფებოდა და მას, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ჰქონდა.
წერეთლის 12 ნომერთან პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სპეცოპერაცია დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა. 20:28 საათზე ცნობილი გახდა, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებული იყო და პოლიციამ შეიარაღებული თავდამსხმელი დააკავა.










