თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა არსებობს.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველამ პირბადე ატაროს.
„რაც შეეხება რეგულაციებს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვისარგებლოთ პირბადეებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში. კონტროლი იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის დროს, თუ ადამიანი შეეცდება, პირბადის გარეშე იმგზავროს ავტობუსით, ავტობუსი არ დაიძვრება და ადგილზე გამოიძახებენ საპატრულო პოლიციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.











