მომდევნო დღეების განმავლობაში, ჩვენ გვექნება ზუსტი ციფრი, თუ რამდენი იქნება 2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„რატომღაც ოპონენტების მხრიდან ყოველი წლის ბოლოს მიზანმიმართულად ხდება, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოადგინონ, რომ თითქოს დავიღუპეთ და ბიუჯეტი მცირდება. მე გუშინაც გავაკეთე განცხადება, რომ ეს თანხა რომელიც გაიგზავნა 840 მილიონის სახით, პირველადი ბიუჯეტია და რა თქმა უნდა, ყოველ წელს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს. კარგად გვესმის, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ გავწვდებით იმ მნიშვნელოვან პრობლემებსა და გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც ჩვენს წინაშეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეგვეძლება. ასევე მინდა, ფინანსთა სამინისტროსა და პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.











