თითოეულ პოლიციელს მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და იმ ქმედებისთვის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია კანონის სრული დაცვით მოქმედებს.
„პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. თითოეულ პოლიციელს მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და იმ ქმედებისთვის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებენ. პოლიცია კანონის სრული დაცვით მოქმედებს. მათი მოვალეობაა, ქვეყანაში დაიცვან მშვიდობა და წესრიგი. ისინი კანონის გათვალისწინებით მოქმედებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო. ამის მიუხედავად, მეხუთე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 9 ზღვარგადალახული პარტიიდან 8 პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
არ წყდება საპროტესტო აქციები. ოპოზიციური პარტიები ცესკოს ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ.
4 ნოემბერს, თბილისის საარჩევნო რამდენიმე ოლქთან ხმაურიანი აქცია გაიმართა. აქცია იყო ასევე რეგიონებში.











