fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კუჭავა ადამ კიზინგერს ესაუბრა

08:42 ივნისი 23, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
796
ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ამერიკელ კონგრესმენს, ადამ კინზინგერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

საუბრის ერთ-ერთ მთავარი თემა  მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

„ამერიკელმა კონგრესმენმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების  განხორციელების პროცესის მიმართ და  საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება მოულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, ყველას ჩართულობით, მეორე და მესამე მოსმენითაც იქნება მიღებული“, – აღნიშნა საუბრის კომენტირებისას კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო აშშ ელჩთან, კელი დეგნანთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრასაც, სადაც განხილული იყო არჩევნების დღეს გასატარებელი ღონისძიებები, ასევე, საპარლამენტო არჩევნებისთვის ადამ კინზინგერის შესაძლო ვიზიტს საქართველოში და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების  ოფისის რეკომენდაციებს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მხარებმა განიხილეს COVID-19-ის გამო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები, ლუგარის ცენტრის როლი პანდემიასთან ბრძოლაში და სომხეთის დახმარების საკითხი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.

„ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკის გამოწვევებზე, ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებზე და ტურიზმის გახსნაზე. კონგრესმენმა კინზიგერმა  კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და აღნიშნა,  რომ მისი, როგორც ჩვენი ქვეყნის ახლო მეგობრის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. შევთანხმდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმატში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ვიდეოკონფერენციაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ნინო ფანჯიკიძემ და კონგრესმენ კინზინგერის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში სებასტიან დე ლუკამ.​

თეგები: ადამ კიზინგერიკონგრესმენები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ადამ კინზინგერი: არ ვფიქრობ, რომ სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს

თებერვალი 24, 2021
1.7k
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ კონტექსტის გაყალბებაზე საუბრობს

იანვარი 10, 2021
1k
მთავარი ამბავი

წერილის ხელმომწერია ადამიანი, რომელსაც ფულს უხდიან – კუჭავა კონგრესმენზე

ივლისი 30, 2020
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია