fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კუჭავა – უნდა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები – ამისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე ორიენტირებული მერი და მისი გუნდი

14:48 აგვისტო 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
766
ნახვა

მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა, რადგან მხოლოდ მერი არ არის საკმარისი. განმსაზღვრელია საკრებულოში გამარჯვება, რათა დასრულდეს და დაგვირგვინდეს ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილია მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატის, მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

„მნიშვნელობა არ აქვს, პირველად ჩამოდიხარ ამ ულამაზეს ქალაქში, სიღნაღში თუ მეასედ სტუმრობ მას – გამორიცხულია, ერთი და იგივე შეგრძნება არ გაგიჩნდეს, როდესაც გადახედავ ამ სილამაზეს, მიღწევებს, რომელიც კუთხეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.

გამოგიტყდებით, მე და ჩემმა მეუღლემ სიღნაღში ვიქორწინეთ. ეს ისტორიული ქალაქი ყოველთვის იყო და დარჩება სიყვარულის, მეგობრობის და სიმშვიდის სიმბოლოდ.

აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტია ეკონომიკური სარგებლის კუთხით. აქ არის 1200 ჰექტარზე გაშენებული თევზის ტბორები და ამის კიდევ უფრო განვითარებაა საჭირო, რაც, შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი ეკონომიკური სიძლიერის არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ საექსპორტო პროდუქცია, რომელიც პირველ რიგში, ორიენტირებული იქნება ხარისხზე. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ასევე, ბევრ სხვა ქვეყანასთან და აუცილებელია, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ – შევქმნათ ისეთი ხარისხის პროდუქტი, რომლითაც დავიმკვიდრებთ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე.

ძალიან ბევრი შესაძლებლობაა და უნდა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ამისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე ორიენტირებული მერი და მისი გუნდი. წარმატებას ვუსურვებ კანდიდატს და მოვუწოდებ, რომ ყოველდღიურად იყოს ჩართული თითოეულ მოსახლესთან კომუნიკაციაში და რაც ყველაზე მთავარია, მეტი ახალგაზრდები ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ ახალგაზრდებზე დიდ იმედებს ვამყარებთ. სწორედ მათი ახალი იდეებით, პროექტებით, ინოვაციური მიდგომებით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ყველა კუთხეს. მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა, რადგან მხოლოდ მერი არ არის საკმარისი. განმსაზღვრელია საკრებულოში გამარჯვება, რათა დასრულდეს და დაგვირგვინდეს ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილია მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში”,- განაცხადა კუჭავამ.

თეგები: კახაბერ კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

2 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში – კახა კუჭავა NDI-ს კვლევებზე

აგვისტო 13, 2021
764
პოლიტიკა

კახა კუჭავა: ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ის არასოდეს იქნება

აგვისტო 8, 2021
921
პოლიტიკა

კუჭავა: გვქონდა შემთხვევა, როცა შეეცადნენ სასესიო დარბაზის ბლოკირებას, შემოიჭრნენ კიდეც, ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს, ავამოქმედო უსაფრთხოების რეჟიმი

ივლისი 22, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია