„პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი ევროპაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულია და “ქართული ოცნება” მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდია. კახა კუჭავამ ბრიუსელში უმაღლეს დონეზე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და პოზიტიურად წარადგინა ქვეყანა”,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“ვიზიტი სწორ დროს და სწორი პრიორიტეტებით იყო დაგეგმილი, რისთვისაც პარლამენტის საგარეო გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებით შეფასებას იმსახურებენ. მნიშვნელოვანი იყო, რომ კახა კუჭავამ დელეგაციაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევანი იოსელიანი მიიწვია“, – განაცხადა თალაკვაძემ.










