კახეთის გუბერნატორი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
„სინოფარმის“ წარმოების ვაქცინა ირაკლი შიოშვილმა თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გაიკეთა.
სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში, მოსახლეობას აქტიურობისა და ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
„ეს არის ერთადერთი გამოსავალი, კოვიდის დასამარცხებლად. სხვაგვარად ჩვეულ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით. ყველამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რომ ერთმანეთი და ოჯახის წევრები დავიცვათ მოსალოდნელი საფრთხისაგან“,- განაცხადა შიოშვილმა.
კახეთში „სინოფარმის“ ვაქცინით აცრა, რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
4-დან 14 მაისამდე, ჯავშნის გაუქმების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მხოლოდ რამდენიმე მოქალაქემ შეცვალა ვაქცინაციის თარიღი.
დღევანდელი მდგომარეობით, უკვე აცრილია 2000- ზე მეტი მოქალაქე და საკუთარ რიგს ორჯერ მეტი ელოდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











