ექვსი ადამიანი დაშავდა თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
დაშავებულებს შორის, ორი მცირეწლოვანია.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული პირები, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ყველა მათგანს, ამ წუთებში, საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდარ შემთხვევაზე, პრაიმტაიმი შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











