დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
კალაძის თქმით, ბიზნეს სექტორიდან სრული მზადყოფნაა, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ პროდუქტების უზრუნველყოფაში.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს სექტორს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე, რომ არის სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროდუქტების უზრუნველყოფაში და მათ ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს პლატფორმა შექმნილია ყველასთვის და მინდა მივმართო ახალგაზრდებს და მოხალისეებს, რომ დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში კონკრეტულ ოჯახებში. უსაფრთხოების ყველანაირი წესი დაცული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.











