ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა პროექტის სახით, ბოლო წლების განმავლობაში 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „არენაში“ განაცხდა.
კახა კალაძის თქმით, ბოლო ორი დღეა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოება აბსურდულ განცხადებებს ისმენს.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა მათ აბსურდულ განცხადებებს, რომელთაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვისმენთ. არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება სხვა პოლიტიკური შეხედულებები გქონდეს, შესაძლოა, რაღაცაში ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ როგორ შეიძლება არ გაგიხარდეს, რატომ არ უნდა გიხაროდეს, იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობ შენი ოჯახით, სადაც ასეთი ეკოლოგიური მდგომარეობაა?! აბსოლუტურად გაურკვეველია ოპოზიციის ის განცხადებები. შემდეგ ითქვა კიდევ, რომ 8 ჰექტარი ტერიტორია დაიტოვა თავისთვის. იმ ტერიტორიას საერთოდ შეხება არ აქვს იპოდრომის ტერიტორიასთან. მაშინ მივადგეთ ივანიშვილს და ვუთხრათ, საჩხერეშიც აქვს სახლი, სადაც თავად ცხოვრობს, ან შეკვთილში და იმაზეც მოვთხოვოთ, რომ საჩუქრად გადმოგვცეს. არ მესმის ეს დამოკიდებულება, უბრალოდ გაუგებარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან მოუწოდა ოპოზიციონერებს, რომელთაც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთები აქვთ, მერიას საჩუქრად გადასცენ.










