თბილისის მერი, კახა კალაძე მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ყველასთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი გამოაკლდა ოჯახს, მეგობრებს, თბილისს, საქართველოს.
ვწუხვარ და ვიზიარებ ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ დიდ გულისტკივილს!“,- წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა.
მომღერალი ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.
გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.











