fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კალაძე მუხიანის სკვერის რეაბილიტაციისთვის კომპანიას ორკვირიან ვადას უწესებს

13:42 ივლისი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
844
ნახვა

მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ხარვეზები, რის გამოც, თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს კონტრაქტორი კომპანიის მისამართით მკაცრი ზომების გატარება დაავალა.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს კონტრაქტორის დაუყოვნებლივ დაბარება და მისთვის სამუშაოების ხარისხიანად შესასრულებლად ორკვირიანი ვადის მიცემა სთხოვა.

კახა კალაძის განცხადებით, თუ კომპანია არსებულ ხარვეზებს ორი კვირის  ვადაში არ გამოასწორებს, გამგეობა მასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.

„ჩვენს ქალაქში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა არსებული სკვერების მოწესრიგებას, მათ განახლებას, გამწვანებას, ახალი საქალაქო პარკის მშენებლობას. ხორციელდება არაერთი პროექტი საქალაქო სამსახურებისა თუ გამგეობების მიერ. მინდა გამოვყო და შევეხო მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას, რომელიც დიდი არ არის – დაახლოებით, 1000 კვ. მეტრია, სადაც სკვერის მოწყობა უნდა დასრულებულიყო. მესმის ყველანაირი პრობლემა, პანდემია, შეზღუდვები, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში ჩვენ არ გაგვიჩერებია ინფრასტრუქტურული პროექტები. შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო, მაგრამ სამუშაოები არ შეჩერებულა არცერთ პროექტზე. ამ კონკრეტულ სკვერში, სადაც სამუშაოები დიდი ხნის დასრულებული უნდა იყოს, დღეს კატასტროფული მდგომარეობაა – ტერიტორია არის გაუბედურებული, მიტოვებული, ფაქტობრივად, სანაგვედ არის ქცეული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მინდა, გლდანის გამგებელს დავავალო, დაიბარეთ ეს კონკრეტული კომპანია დღესვე, ჩართეთ ჩვენი საქალაქო სამსახურები და მერის მოადგილე, ირაკლი ბედნელიანი. მიეცით ორი კვირის ვადა. ამ ვადაში თუ ეს პროექტი დასრულებული არ იქნება, შეგიძლიათ, გააბრძანოთ. ასეთი კომპანიები საერთოდ ვერ უნდა იღებდნენ ტენდერებში მონაწილეობას. გასული წლების განმავლობაში, ჩვენ ბევრი არაკეთილსინდისიერი კომპანია „გავაშავეთ“. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობის ინტერესი უგულებელყოს.  ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. თუ არ გაქვს შესაძლებლობა, არ უნდა მიიღო ტენდერში მონაწილეობა. დაუყოვნებლივ დაიბარეთ კომპანია და თუ ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოებს, შეგიძლიათ, „გააშავოთ“ ისე, რომ ვერცერთ ტენდერში ვერ მიიღოს მონაწილეობა. ეს ქალაქი ყველასია და განხორციელებული პროექტებით უნდა ისარგებლოს ყველამ. ჩვენი დამოკიდებულება, რომ ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდეს, უმნიშვნელოვანესია და ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. ეს სკვერი ორი კვირის ვადაში ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი უნდა იყოს ხარისხიანად შესრულებული სამუშაოებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენებელი 2019“ ახორციელებს.  სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული.

 

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
771
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია