თბილისის მერი კახა კალაძე 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქმე ბოლომდე მივიდეს და დამნაშავეები დაისაჯონ.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე, თუ არიან კონკრეტული პიროვნებები დამნაშავეები, დაისაჯოს ყველა კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე, მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.










