აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ independent-ი ავრცელებს.
„ყველას მოგიწოდებთ, როდესაც თქვენი ჯერი მოვა, ვაქცინა აუცილებლად გაიკეთოთ. ეს ძალიან უმტკივნეულოა და თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს“,- განაცხადა ჰარისმა.
კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 29 დეკემბერს მიიღო.











