კანარის კუნძულების სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 37 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ უოცხური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, სამაშველო სამსახურმა 30 ქალი გადაარჩინა, რომელიც მძიმე დეჰიდრატაციით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ნავზე სულ 40 მიგრანტი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, 2021 წელს დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებზე მოხვედრა 7 500 მიგრანტმა სცადა.











