79 მომხრე, 1 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.
პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიიღო და კონკრეტული ღონისძიებები განსაზღვრა, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა.
კანონის მიხედვით, მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.
ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს











