„როიტერისა“ და „იპსოსის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, ამერიკელების 57 პროცენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა.
„როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოციოლოგიური გამოკითხვა 7 და 8 იანვარს ჩატარდა.
იმ ადამიანებს შორის, ვინც ნოემბრის არჩევნებზე დონალდ ტრამპს მისცა ხმა, ათიდან შვიდი რესპონდენტი მოქმედი პრეზიდენტის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის წინააღმდეგ გამოდის.
ამასთან, გამოკითხულთა 70 პროცენტამდე უარყოფითად აფასებს ტრამპის ქმედებებს 6 იანვრის მოვლენებამდე, რა დროსაც მან აქციაზე მხარდამჭერებს კაპიტოლიუმისკენ მსვლელობის გამართვისკენ მოუწოდა.
„თუ პრეზიდენტი დაუყოვნებლივ და ნებით არ დატოვებს თანამდებობას, კონგრესი გააგრძელებს თავის ქმედებას”, – აღნიშნა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა.











