კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ შენობის რემონტზე 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ამის შესახებ კაპიტოლიუმის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა, ბრეტ ბლენტონმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
ბლენტონის თქმით, ეს თანხა აერთიანებს ხარჯს, რომელიც გაწეულია 6 იანვრის შტურმის შემდეგ შენობის დასუფთავებისთვის, კედლებზე გაკეთებული წარწერების ჩამოსარეცხად და უსაფრთხოების დასაცავად.
მისივე თქმით, 30 მილიონი დოლარიდან ნაწილი უკვე დაიხარჯა კონგრესის შენობასთან დამცავი ღობის დამონტაჟებაზე.
შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერი აქტივისტების ნაწილი 6 იანვარს შეიჭრა. შტურმის დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი.











