პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თეა წულუკიანს ალეკო ელისაშვილის მსგავსად საკუტარი ნომრის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
“თუ რამე დავამტკიცეთ მთელი ამ დროის მანძილზე, დავამტკიცეთ ყველაზე მთავარი, არ არსებობს ძალა, არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ჩვენზე გავლენა მოახდინოს.
ქალბატონო თეა თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამიანების წუხილს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ”, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.










